შეთავაზებები

ჩვენს შესახებ

„არტ დეკო“ ავეჯის და ინტერიერის ნივთების ონლაინ მაღაზიაა. ჩვენ ძველ, ანტიკვარულ ავეჯს ვაახლებთ და ვქმნით ერთადერთ, უნიკალურ ნამუშევრებს. ამასთან ერთად, ვმუშაობთ კერძო შეკვეთებზე, რომელიც თქვენი საკუთარი ავეჯის რესტავრირება, შეკეთება, შეღებვა, აღდგენას მოიცავს. ჩვენთვის ხარისხიანად შესრულებული სამუშაო ყველაზე მნიშვნელოვანია. თითო ნივთს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვქმნით უნიკალურ ავეჯს. ჩვენ ვიყენებთ წყლის ბაზაზე დამზადებულ საღებავებს, რომლებიც მთლიანად ბუნებრივი და არატოქსიკურა (თავისუფლად გამოიყენება ბავშვის ავეჯის შესაღებად).

ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერ პროექტზე, რომელიც მოითხოვს ავეჯის ნაწილების მთლიანად გამოცვლას, რესტავრირებას, დაკარგული ნაწილების აღდგენას, ნაკაწრების, დამპალი ხის, ლურსმნების ნახვრეტების და სხვა ზედაპირული ნაკლოვანებების ამოვსებას სპეციალური ხის შემავსებლით. ახალი სახელურების, ფეხების თუ სხვა ავეჯის აქვესუარების დამზადება, დიზაინს. ჩვენი სერვისები ასევე შეიცავს, დივნის განახლებას, ჩარჩოს რესტავრირებას, ახალი ნაჭრის გადაკვრას, ბალიშების, ზაბარების, სავარძლის ღრუბლის და მექანიზმის გამოცვლას.

ხის მაგიდები

„არტ დეკო“ ასევე ქმნის ეპოქსის წებოს მაგიდებს. ის ქმნის გლუვი ზედაპირის სასადილო, ყავის მაგიდებს.  ეპოქსის წებოთი ვავსებს და ვაკავსირებთ ხის დიდ ხვრელებს. მომემული ავეჯის დიზაინი ინდივიდუალურია. ყველა ნივთი ერთმანეთისგან განსხვავებულია ფერით, ფორმით, დიზაინით.